• OUR PRODUCTS OUR PRODUCTS

    TEST KITS

  • OUR PRODUCTS OUR PRODUCTS

    TEST KITS

  • OUR CUSTOMERS OUR CUSTOMERS

    LAB

  • OUR BEAUTIFUL CITY OUR BEAUTIFUL CITY

    TBILISI

Tickჩვენ შესახებ

შ.პ.ს. „ირისე“ დაარსებულია 2000 წლის ნოემბერში და მას მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 204955628.

ბიზნეს აქტივობა ორგანიზაციამ დაიწყო 2001 წლიდან. 

კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია მამუკა დავითაშვილი.

შ.პ.ს. „ირისეს“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2,500 (ორიათასხუთასი) GEL-ს.

ორგანიზაციაში დასაქმებულია 12 თანამშრომელი.

ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას შეადგენს სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების დისტრიბუცია საქართველოში, რომლის იმპორტიც ხორციელდება 10-ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანიას ჰყავს 20-ზე მეტი მომწოდებელი და 100-ზე მეტი მომხმარებელი საქართველოში. საზოგადოების არსენალშია 1000 - ზე მეტი დასახელების პროდუქტი.

შ.პ.ს. „ირისეს“ პროდუქციის ნუსხა სრულად ფარავს კლინიკურ - ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ყველა მიმართულებას და მოიცავს: ინფექციური სეროლოგიის, ენდოკრინული, ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, აუტოიმუნური დაავადებების, ვიტამინების, ფერმენტებისა და კოფერმენტების განმსაზღვრელ და სხვ. სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებს.

ორგანიზაციის საქმიანობის ცალკე მიმართულებას წარმოადგენს წყლის, ნედლი და მზა საკვები პროდუქტების დიაგნოსტიკუმების (მიკრობიოლოგიური, იმუნოფერმენტული, იმუნოქრომატოგრაფიული, ფერმენტული, PCR და სხვ.) დისტრიბუცია.

 

შ.პ.ს. „ირისეს“ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და კვების უსაფრთხოების საქმეში თავისი წვლილის შეტანა. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აუცილებელ პირობას შეადგენს მაღალი ხარისხის ლაბორატორიული მომსახურების სრული სპექტრის დანერგვა.

კომპანია ყოველთვის ადევნებს თვალს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სიახლეებს სამედიცინო დიაგნოსტიკისა თუ კვებითი უსაფრთხოების სფეროში და ასევე დროულად აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებლებს. ეს თავისთავად იწვევს ქვეყანაში უახლეს და თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებებზე მოთხოვნის ზრდას, რასაც ვპასუხობთ სასაქონლო ხაზის მუდმივი გაფართოებით. უფრო მეტიც, თავად ვცდილობთ მოწოდებული სიახლეების ქართულ სინამდვილეში დანერგვას, რაც შემდგომში აღნიშნულ სიახლეებზე ახალი ბაზრის ჩამოყალიბებაში აისახება. ორგანიზაციამ მიაღწია იმას, რომ იგი სრულად ფარავს სამედიცინო ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და საკვები ნედლი თუ მზა პროდუქციის სკრინინგს. ჩვენს არსენალში არის 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, რაც კომპანიის ერთ-ერთი მარკეტინგული უპირატესობაა.

შ.პ.ს. „ირისემ“ დაარსების დღიდანვე აირჩია დასავლური ტიპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის სისტემა, რაც გულისხმობს ორგანიზებულობას, ოპერატიულობასა და გამჭვირვალობას. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მომხმარებელთა მოთხოვნებზე და სწრაფად ვწყვეტთ წარმოქმნილ პრობლემებს. მომსახურების ასეთი სისტემა ფირმის გარშემო თავს უყრის კმაყოფილ პარტნიორებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენი მეგობრები ხდებიან. ეს კი ბიზნესის მამოძრავებელი ენერგიის მთავარი წყაროა.
 

სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები, რომელთა დისტრიბუციასაც ახორციელებს შ.პ.ს. „ირისე“, რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.