• OUR PRODUCTS OUR PRODUCTS

    TEST KITS

  • OUR PRODUCTS OUR PRODUCTS

    TEST KITS

  • OUR CUSTOMERS OUR CUSTOMERS

    LAB

  • OUR BEAUTIFUL CITY OUR BEAUTIFUL CITY

    TBILISI

Tickმომწოდებელი

 

 

ALERE ამჟამად უკვე Abbot.

 

 

ბრენდები:
• Alere™ Pima™ CD4 Analyser 
• Acceava®
• Alere Home Monitoring 
• AtheNA Multi-Lyte® Test System 
• BinaxNOW® 
• Cholestech LDX® 
• Clearview® 
• Determine® 
• DoubleCheckGold™ 
• Epocal epoc® 
• iCup® 
• ImmunoComb® 
• INRatio® 
• Inverness Medical TestPack® 
• NMP22® BladderChek® 
• Osteomark® 
• Panbio® 
• SureStep™ 
• Triage® 
• Wampole®

დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე www.alere.com

 

BinaxNOW® - პროფესიონალები მსოფლიოს გარშემო იყენებენ ამ ბრენდის სწრაფ მარტივ ტესტებს ინფექციური დაავადებების გამომწვევი პათოგენების იდენტიფიკაციისათვის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვებ გვერდს www.binaxnow.com/default.aspx

 

Alere Medical Co Ltd (იაპონია) -  აწარმოებს  მეოთხე თაობის შიდსის სადიაგნოსტიკო სწრაფ ტესტ სისტემებს, რომელზედაც ანტიგენი და ანტისხეული ცალ ცალკე ზოლად მჟღავნდება. აღნიშნული ტესტ სისტემა ამცირებს შიდსის "ფანჯრის" პერიოდს ერთ თვემდე. დამატებით შეგიძლიათ იხილოთ: https://www.alere.com/en/home/product-details/alere-hiv-combo.html
 

DRG-International Inc. (ა.შ.შ.) - ფოკუსირებულია სამედიცინო დიაგნოსტიკის მიმართულებაზე, რომელიც მოიცავს ენდოკრინოლოგიურ, იმუნოლოგიურ, გინეკოლოგიურ, ონკოლოგიურ, ინფექციურ, IVF და სხვა დაავადებებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ფართოდ იყიდება 110 ქვეყანაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ გვერდს www.drg-international.com



 

IBL-international GmbH (გერმანია) - ის მიერ წარმოებული პროდუქცია მოიცავს კატეხოლამინების, ციტოკინების, ენდოკრინოლოგიური, ონკოლოგიური, აუტოიმუნური, იმუნოლოგიური და ინფექციური დაავადებების სადიაგნოსტიკო ფართო სპექტრს. სპეციფიური ტესტ-სისტემები კომპანიას საშუალებას აძლევს დაიკავოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ბიზნეს სეგმენტი.
დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე www.ibl-international.com

 

 

 

Orgentec GmbH (გერმანია) - წარმოადგენს ლიდერს ევროპაში აუტოიმუნური დაავადებების სადიაგნოსტიკო საშუალებების წარმოებაში. კომპანია იყენებს და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მეცნიერების უახლეს მიღწევებს. ორგანიზაციის მიერ წარმოებული ტესტ-სისტემები იძლევა საიმედო, მაღალსპეციფიურ და მგრძნობიარე პასუხებს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ გვერდს www.orgentec.com

 


 

R-Biopharm AG (გერმანია) - აწარმოებს სამედიცინო და კვებითი პროდუქტების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებს. კლინიკური ნაწილი მოიცავს ალერგიებისა და ინფექციური სეროლოგიის ფართო სპექტრს. კომპანიის არსენალშია ასევე წყლის, ნედლი და მზა საკვები პროდუქტების მიკრობიოლოგიური, იმუნოფერმენტული, იმუნოქრომატოგრაფიული, ფერმენტული, PCR და სხვა დიაგნოსტიკუმები. 
დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე www.r-biopharm.com

 


 

Medipan GmbH (გერმანია) - ფოკუსირებულია აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის თირეოიდული პათოლოგიის, გრეივის დაავადების, აუტოიმუნური დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებების წარმოებაზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ გვერდს www.medipan.de


 

GA Generic Assays (გერმანია) წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემების მწარმოებელ კომპანიას. პროდუქცია ხასიათდება მაღალი ხარისხითა და ინოვაციურობით. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: http://www.genericassays.com


 

Dia.Pro Diagnostic Bioprobes srl (იტალია) აწარმოებს მაღალი სპეციფიურობისა და მგრძნობელობის სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემებს ინფექციური სეროლოგიის მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია CE სერთიფიცირებულია. ორგანიზაციის პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ http://Irise.com.ge/uploads/files/1812Company Presentation DIA.PRO.rar, ხოლო დეტალებისთვის მიმართეთ ვებ გვერდს: http://www.diapro.it/


B.R.A.H.M.S. GmbH (Part of Thermo Fisher Scientific/გერმანია) – აწარმოებს სეფსისის, ინფექციური, პრენატალური, თირეოიდული და სხვა დაავადებების სადიაგნოსტიკო საშუალებებს. კომპანია იყენებს მაღალ ტექნოლოგიურ KRYPTOR სისტემებს TRACE ელემენტებით.
დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე www.brahms.de

 

 

Bioactiva diagnostica GmbH (გერმანია) - რეალიზაციას უკეთებს იმუნოფერმენტული და PCR სისტემების OEM ტესტებს. პროდუქცია მოიცავს ინფექციური სეროლოგიის, ენდოკრინოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების ფართო სპექტრს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ გვერდს www.bioactiva.com/index.html

 

 Sacace Biotechnologies (იტალია) - წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს და 140 ქვეყანაში დისტრიბუტორების ქსელით ყიდის ტესტ სისტმებს, რომლებიც დამყარებულია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციასა (PCR) და მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) მეთოდებზე. პროდუქცია ხასიათდება მაღალი სპეციფიურობით, მგრძნობელობით, სტაბილურობითა და რეპროდუქტიულობით. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ : http://www.sacace.com

 

Fast-track Diagnostics (ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო) აწარმოებს Real Time PCR ტესტ სისტემებს ინფექციური დაავადებებისთვის. პროდუქცია მოიცავს ვირუსების, ბაქტერიების, სოკოებისა და პარაზიტების ფართო სპექტრს და გავლილი აქვს სრული კლინიკური ვალიდაცია. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: http://www.fast-trackdiagnostics.com 

 

 

 

Institut VirionSerion GmbH (გერმანია) - აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ინფექციური დაავადებების სადიაგნოსტიკო საშუალებების წარმოებაში. ერთიდაიგივე ტესტ-სისტემები იძლევა მაღალსპეციფიურ და მაღალმგრძნობიარე პასუხებს როგორც სისხლის შრატში ასევე თავ-ზურგტვინის სითხეში.
დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე www.virion-serion.de 

 

Fuller Laboratories - (ა.შ.შ.) – წარმოადგენს ადამიანისა და ვეტერინალური ზოონოზური ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტ–სისტემების მწარმოებელს. პროდუქციას გააჩნია მაღალი სპეციფიურობა და მგრძნობელობა, რაც შეესაბამება რეფერენსული ლაბორატორიების მოთხოვნილებას და გააჩნია როგორც CE, ასევე FDA სერთიფკატები. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: http://www.fullerlaboratories.com/

 

Nuclear Laser Medicine S.R.L (იტალია) აწარმოებს პოლიმერაზურ ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებულ ტესტ სისტემებს ინფექციური დაავადებების, გენეტიკური და სხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის. პროდუქცია (იხ.კატალოგი) მოიცავს როგორც გელ ელექტროფორეზის, ასევე რეალური დროისა და რევერსულ წერტილოვან ბლოტ სტრიპულ ტექნოლოგიებს. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: http://www.nlm.it/Default.aspx?LNG=2096 

 

ანშლაბს (ა.შ.შ.) წარმოადგენს იმუნოფერმენტული ტესტ სისტემების მწრამოებელ კომპანიას მიზნობრივი ბაზრებისთვის, მათ შორის ფერტილური ფუნქციის, ბიოსამედიცინო კვლევებისა და სხვა კლინიკური დიაგნოსტიკისათვის. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: http://www.anshlabs.com/

 

 

 

 

Tani Medical (თურქეთი) – ფარავს IN-VITRO ფერტილიზაციის, ანდროლოგიისა და გენეტიკური დიაგნოსტიკის მიმართულებებს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ გვერდს www.tanimed.eu

 

კომპანია აწარმოებს ფართო სპექტრის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო საშუალებებს, რეაგენტებსა და ბიოფარმაცევტულ საშუალებებს. პროდუქცია იძლევა მრავალი მიმართულებით ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებებს. დეტალები იხილეთ: http://www.meridianbioscience.com/

 

 - Euroimmun AG - სრულად ფარავს ინფექციური, აუტოიმუნური, ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკას. აწარმოებს როგორც ანტისხეულების, ასევე ანტიგენის აღმომჩენ ტესტ სისტემებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.euroimmun.com/startseite.html

 Critical Diagnostics (აშშ) - გულის ქრონიკული უკმარიოსბის უახლესი მარკერის ST2 - ის მწარმოებელი კომპანიაა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: http://www.criticaldiagnostics.com/US/products/index.htm

 

IDEXX  - წარმოადგენს ლიდერს ვეტერინარული სადიაგნოსტიკო საშუალებების წარმოების დარგში. იგი აწარმოებს მრავალ ტესტ სისტემას, მათ შორის ბრუცელასა და ქუ-ცხელების სადიაგნოსიკო საშუალებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: https://www.idexx.com/corporate/home.html

 

 - Euro Proxima (გერმანია) წარმოადგენს რ ბიოფარმის ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელსაც უკავია ლიდერის პოზიცია პროდუქტების, ადამიანისა და ცხოველის საკვები საშუალებების ტესტ სისტემების წარმოებაში. დეტალები იხილეთ http://europroxima.com/

 

 OK Servis Biopro (ჩეხეთი)  - აწარმოებს ვეტერნალურ სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემებს. დამათებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ http://www.biopro.cz/en/own-products/diagnostics/

 

და სხვ.