• OUR PRODUCTS OUR PRODUCTS

    TEST KITS

  • OUR PRODUCTS OUR PRODUCTS

    TEST KITS

  • OUR CUSTOMERS OUR CUSTOMERS

    LAB

  • OUR BEAUTIFUL CITY OUR BEAUTIFUL CITY

    TBILISI

Tickსაკვების დიაგნოსტიკა

გთავაზობთ ნედლი თუ მზა საკვები პროდუქტების საკვლევ ტესტ-სისტემებს, რეაგენტებსა და დამხმარე მასალას. მოგეხსენებათ თანამედროვე მსოფლიოში აქტუალურად დგას საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და საკვებისმიერი დაავადებების პრევენცია.

 

General Food Low საზღვრავს კვებით კანონმდებლობას. კვებითი ჯაჭვის “ფერმიდან ჩანგლამდე-მაგიდამდე“ ჯაჭვის ყველა ეტაპზე გაწერილია დეტალური მოთხოვნები ამ სფეროში ჩართული ყოველი კონკრეტული სექტორისთვის. ის ასევე შეიცავს ყოველი სექტორისთვის მნიშვნელოვან ზოგად ნაწილს მაგ., მოთხოვნები სან-ჰიგიენური უსაფრთხოებისთვის.

 

პოლიტიკის ძირითადი თეზისი შესაძლებელია გამოვსახოთ შემდეგნაირად: საკვები არ დაიშვება ბაზარზე, თუ ფალსიფიცირებულია ან არ არის უსაფრთხო. ბიზნესი თავისუფალია ქმედებაში, მაგრამ დაისჯება თუ ბოროტად გამოიყენებს ამ თავისუფლებას.

 

2006 წლიდან მოყოლებული სოფლის მეურნების სამინისტროს მიერ გამოიცა და დაინერგა სხვადასხვა ბრაძანებები და ნორმატიული აქტები. მოკლედ შესაძლებელია ავღნიშნოთ, რომ მწარმოებელი ვალდებულია მინიმუმამდე შეამციროს რისკები, სახელმწიფომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი და მომხმარებელმა კი მიაწოდოს ინფორმაცია პრობლემის შესახებ სათანადო სამსახურებს.

 

2010წ-მდე სახელმწიფო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ახდენდა სურსათის კონტროლს. ძირითადი დატვირთვა გადავიდა უშუალოდ წარმოებებში. დღეს მკვეთრად შეიმჩნევა ამ სფეროში კონტროლის ზრდის ტენდენცია, რაც ევროგაერთიანების მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობითაა განპირობებული. ძველი ГОСТ სტანდარტები თანამედროვე EURO სტანდარტებით ნაცვლდება.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო საშუალებები მოიცავს მარტივი იმუნოქრომატოგრაფიულიდან დაწყებული მაღალ ტექნოლოგიურ PCR (GMO-თვის) ტესტებამდე სრულ სპექტრს. ასევე დიდია სადიაგნოსტიკო მასალის მრავალფეროვნებაც: რძე და რძის პროდუქტები, თხილი და მსგავსი პროდუქტი (nuts), მარცვლეული და ბოსტნეული, ალკოჰოლური თუ უალკოჰო სასმელები, წყალი, ხორცეული და თევზეული, თაფლი და სხვა. ცალკე აღსანიშნავია ზოოვეტერინალური ტესტები. არნიშნული ტესტები ყურადსაღებია როგორც აკრედიტირებული ლაბორატორიებისთვის ასევე კვებით წარმოებებთან არსებული ლაბორატორიებისთვისაც.

 

დიდია ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებში შესაძლო საკონტროლო პარამეტრების ჩამონათვალიც. ზოგიერთ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას, მაგ.: რძის და რძის პროდუქტების წარმოებებისთვის საინტერესო იქნება უშუალოდ ნედლ რძეში ანტიბიოტიკების და სომატური უჯრედების (მასტიტის) საკონტროლო სწრაფი ტესტები (IDEXX https://www.idexx.com/corporate/home.html). მსგავსი სწრაფი იმუნოქრომატოგრაფიული ტესტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას საველე პირობებში მარცვლოვან კულტურებსა და თხილში/ნიგოზში ტოქსინების განსასაზღვრად (R-Biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/mycotoxins/). ასევე მარტივი მეთოდიკითაა შესაძლებელი ღვინოში, სხვა ალკოჰოლურ სასმელებსა და საკვებ პროდუქტებში საქარიდების, ეთანოლის, სულფიტების (SO2), ორგანული მჟავების (მაგ. ლიმონმჟავა, რძემჟავა და სხვა), ამიაკის (NH3), ნიტრატების (NO3) და სხვა პარამეტრების Roche-ს წარმოების ენზიმური ტესტებით (R-biopharm http://www.r-biopharm.com/products/food-feed-analysis/constituents/enzymatic-analysis/roche-yellow-line).

 

თანამედროვე მსოფლიოში ალერგიული დაავადებების რიცხვი დღიდან დღემდე მატულობს, მათ შორისაა კვებითი ალერგიებიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებისთვის საკვები როციონიდან ალერგენების გამორიცხვა, რაც საკვები პროდუქტების ზუსტი ეტიკეტირებით მიიღწევა. საამასოდ შესაძლოა ფართოდ იქნას გამოყენებული R-Biopharm-ის ELISA ტესტები (R-Biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/food-allergens/).

ჩვენ გთავაზობთ ასვე ხორცის სახეობრივ იდენტიფიკაციას როგორც ELISA ასევე RT-PCR სადიაგნოსტიკო საშუალებებით (O.K. SERVIS BioPro, s.r.o. ჩეხეთი www.biopro.cz, R-biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/food-adulteration/), ანტიბიოტიკების (EUROPROXIMA http://europroxima.com/) (მიკრობიოლოგიური - Premi-test R-Biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/residues/?fwp_paged=3) და ELISA (R-biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/residues/), ჰორმონებისა (R-Biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/residues/) და ვიტამინების სკრინინგულ  თვისობრივ თუ რაოდენობრივ ტესტებს (VitaFast - მიკროპლატური სისტემა R-Biopharm https://food.r-biopharm.com/analytes/vitamins/).

ცალკე უნდა აღინიშნოს კვებითი წარმოების, ობიექტებისა და სხვა დაწესებულებების სან-ჰიგიენური კონტროლის აუცილებლობა. აღნიშნული კონტროლის განხორციელება მარტივად არის შესაძლებელი ჩვენს მიერ შემოთავაზებული მცირე ზომის მზა მიკრობიოლოგიური ნიადაგებისა (R-Biopharm https://food.r-biopharm.com/technologies/ready-to-use-media/) თუ ცილის (წკირები) (R-Biopharm https://food.r-biopharm.com/products/ridacheck-1/) და ATP-ის მზომი ლუმიტესტერის საშუალებით (R- https://food.r-biopharm.com/products/lumitester-pd-30-lucipac-pen/).

ამრიგად ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის ფართო სპექტრს, ამასთანავე სწრაფ და  ეფექტურ მომსახურებას. ველით თქვენს გამოხმაურებას. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ტელეფონით.

 

ქვემორე გთავაზობთ დარგობრივ პრეზენტაციებს:

მიკრობიოლოგია

მიკოტოქსინები

პრემი ტესტ

იმუნოაფინური სვეტები

ქლორამფენიკოლი

ვიტამინების განსაზღვრა

ენზიმური ტესტები

გენმოდიფიცირებული პროდუქტები და PCR ტესტები