ჩვენი პროდუქტები
კლინიკური დიაგნოსტიკა
კლინიკური სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, რეაგენტებისა და დამხმარე მასალების მწარმოებლების პარტნიორი საქართველოში
ჩვენი პარტნიორები მსოფლიოში ცნობილი კომპანიები არიან



SIEMENS - Healthineers (FTD)
RT- PCR მულტიპლექსური ტესტები ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში.
მათი საშუალებით შესაძლებელია პაციენტის ერთი სინჯიდან მრავალი პათოგენის, მათ შორის: ვირუსების, ბაქტერიების, სოკოსა და პარაზიტების ერთდროული და დიფერენცირებული განსაზღვრა.
სინდრომული სურათის ფონზე შედეგად ვიღებთ სწრაფ კლინიკურ დიაგნოსტიკას. აღნიშნულით იზოგება რესურსები, ფინანსური სახსრები და მცირდება რეაგენტთა ხარჯი.
ბროშურის ჩამოტვირთვა



ABBOTT IN IRELAND
წარმოადგენს ბიზნესის საერთაშორისო ცენტრს, რომელიც ყოველწლიურად ახდენს 2 მილიარდზე მეტი ტესტ-სისტემის რეალიზაციას. კომპანია გვთავაზობს საუკეთესო ხარისხის სწრაფი ტესტების, სერვისებისა და ხელსაწყოების ფართო პორტფოლიოს ჯანდაცვის ყველა მიმართულებით: ლაბორატორიაში, კლინიკაში, დისტანციური ჯანდაცვის განყოფილებაში, საცალო მაღაზიებში, პაციენტის საწოლთან თუ სახლში.



EUROIMMUN
წარმოადგენს სამედიცინო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს მსოფლიოში. კომპანია სრულად ინოვაციურია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 3500-ზე მეტი თანამშრომელი 17 ქვეყანაში. ლაბორატორიები ფართოდ იყენებენ EUROIMMUN-ის პროდუქციას აუტოიმუნური და ინფექციური დაავადებების, ასევე ალერგიების დიაგნოსტიკისა და გენეტიკური ანალიზების ჩასატარებლად მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში.



Dia.Pro Diagnostics Bioprobes
გლობალური მოთამაშეა in-vitro დიაგნოსტიკის სფეროში. იგი ქმნის, ავითარებს და აწარმოებს მაღალი ხარისხის სანდო ტესტ-სისტემების ფართო სპექტრს. კომპანია დაარსებულია 1996 წელს მილანში და წარმოადგენს საერთაშორისო ლიდერს ინფექციური დაავადებების მიმართულებით.



ORGENTEC Diagnostika
კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ბაზრის ლიდერს აუტოიმუნური სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების შემუშავების, წარმოებისა და მარკეტინგის სფეროში. მის არსენალშია 200-ზე მეტი იმუნოფერმენტული, იმუნობლოტისა და იმუნოფლუორესცენციური ტესტ-სისტემა აუტოიმუნური დაავადებებისა და ინფექციური სეროლოგიის მიმართულებით, რომელთაგან ბევრი დაცულია პატენტის უფლებით.



R-biopharm
კლინიკური დიაგნოსტიკა
კომპანია გვთავაზობს მრავალი სადიაგნოსტიკო საშუალების ფართო სპექტრს. ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ აქ



DRG International
ორგანიზაცია დაარსებულია 1970 წელს და წარმოადგენს, როგორც სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე სადიაგნოსტიკო საშუალებების მწარმოებელსა და დისტრიბუტორს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში.
გერმანიის ქალაქ მარბურგში მდებარე საწარმო DRG Instruments GmbH სპეციალიზირებულია ინოვაციური იმუნოფერმენტული და ქემილუმინესენციური ტესტ-სისტემებისა და მოწყობილობების წარმოებაში და ფარავს ენდოკრინოლოგიას, ვიტამინებს, ონკომარკერებს, პრენატალურ და ნეონატალურ მიმართულებებს და სხვ.



bioactiva diagnostica
კომპანიის პორტფელი მოიცავს 2000-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტს როგორც რუტინული ლაბორატორიული, ასევე სამეცნიერო კვლევებისათვის. ორგანიზაცია გვთავაზობს იმუნოქრომატოგრაფიულ, იმუნოფერმეტნულ, ფლუორესენციურ, ბლოტინგისა და პჯრ ტესტ-სისტემების ფართო სპექტრს.



Sacace Biotechnologies
წარმოადგენს პჯრ ნაკრებების მწარმოებელ იტალიურ კომპანიას. ტესტ-სისტემები მოიცავს ნუკლეინის მჟავის ექსტრაქციისთვის, კონკრეტული რეგიონის ამპლიფიკაციისა (PCR ან RT-PCR) და დეტექციისათვის საჭირო ყველა რეაგენტს. აღნიშნული პროდუქციისთვის დამახასიათებელია მაღალი სტაბილურობა, სპეციფიურობა და მგრძნობელობა.



IBL International
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს მრავალ სპეციალიზირებულ სადიაგნოსტიკო საშუალებას ენდოკრინოლოგიის, იმუნოლოგიისა და აუტოიმუნური დაავადებების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფექციურ სეროლოგიას. ორგანიზაცია მრავალი წლის მანძილზე არავის უთმობს ლიდერობას ნერწყვში სხვადასხვა მარკერის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტ-სისტემების წარმოებაში.



Institut Virion\Serion
ცნობილია, როგორც ინფექციური დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, ასევე მათი წარმოებისთვის საჭირო წმინდა გერმანული წარმოშობის ნედლეულის მწარმოებელი.
კომპანია IVD ბაზარზე ოპერირებს 1978 წლიდან, როგორც ინფექციური სეროლოგიის: ვირუსების, ბაქტერიების, სოკოსა და პარაზიტების სადიაგნოსტიკო საშუალებების ერთ-ერთი უდიდესი მომწოდებელი.



Medipan and GA Generic Assays
Medipan GmbH-მა თავისი აქტიურობა დაიწყო რადიოიმუნოფერმენტული ტესტ-სისტემების წარმოებაში, თუმცაღა მის პორტფელიოში სწრაფად გაჩნდა თირეოიდული ფუნქციისა და ონკოლოგიური დაავადებების სადიაგნოსტიკო იმუნოფერმენტული ტესტ-სისტემებიც.
GA Generic Assays GmbH წარმოადგენს იმავე ოჯახის კომპანიას, რომელიც ფოკუსირდება აუტოიმუნური დაავადებების დიფერენციული დიაგნოზისთვის საჭირო ტესტ სისტემებზე.



Fuller Laboratories
კომპანია აწარმოებს ზოონოზური, ცხელებისა და სხვა გადამდები ინფექციების სადიაგნოსტიკო საშუალებებს, როგორც კლინიკური, ასევე ვეტერინარული მიმართულებით.



B.R.A.H.M.S.
თერმოფიშერის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის უდიდეს დამსახურებად ითვლება პროკალციტონინის სადიაგნოსტიკო საშუალებების შექმნა და სეფსისის დიაგნოსტიკაში დანერგვა.



AnshLabs
ანტიმიულერული ჰორმონისა და ფერტილური ფუნქციის განსაზღვრისათვის საჭირო სხვადასხვა სადიაგნოსტიკო საშუალებების მწარმოებელი კომპანიაა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან.



LTA
In vitro სადიაგნოსტიკო საშუალებების მწარმოებელი იტალიური კომპანია, რომლის სიფილისის სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემები უკვე მრავალი წელია დანერგილია საქართველოში.



LIONEX
წარმოადგენს ლატენტური ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო საშუალებების მწარმოებლ ბიოსამედიცინო კომპანიას, რომლის IGRA ტესტ-სისტემა LIOFeron®TB/LTBI აქტიურად გამოიყენება საქართველოში.



Procomcure Biotech
წარმატებული ავსტრიული კომპანია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა კოვიდ პანდემიის დროს. ორგანიზაციის CE მარკირებული კოვიდ-19 PCR ტესტ-სისტემა როგორც კლასიკური, ასევე მუტანტური შტამების იდენტიფიკაციისთვის, ფართოდ არის დანერგილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც.



Co-Dx
საქართველოში პირველად სწორედ Co-Diagnostic Inc ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო PCR ტესტ-სისტემა იქნა დარეგისტრირებული. აღნიშნული პროდუქტი უწყვეტად მოეწოდებოდა ჩვენს ქვეყანას პანდემიის ურთულეს პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში ტესტ – სისტემაზე შეზღუდული იყო ჯანდაცვის სექტორის წვდომა.